Get All Access for $5/mo

საქართველოს ბანკისა და GEC-ის სპეციალური შეთავაზება ფინტექ კომპანიებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკმა ფინტექ მიმართულების ბიზნესებს მორიგი შეთავაზება მოუმზადა. ამიერიდან საკონსულტაციო კომპანია GEC ბანკის პარტნიორ ფინტექ კომპანიებს ბიზნესმოდელის განხილვის მიმართულებით უფასო კონსულტაციებსა და 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. GEC-ის შეთავაზება ვრცელდება ისეთ სერვისებზე, როგორიცაა: ბიზნესგეგმა და ინვესტორთან წარსადგენი პრეზენტაცია (Investor Pitch), ფინანსური მოდელირება, ბიზნესმოდელირების ვორქშოპი და ზრდის სტრატეგია (Upscaling).

შეთავაზების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3y5KPdu

„საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ფინტექ ინდუსტრიის განვითარებას და სხვადასხვა შეთავაზებებით უპასუხოს მათ მოთხოვნებს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე არსებულ სხვადასხვა სერვისპროვაიდერ კომპანიებთან. საკონსულტაციო კომპანია GEC-სთან თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენი პარტნიორი ფინტექ მიმართულების ბიზნესები მათთვის საჭირო და მრავალფეროვან სერვისებზე ამიერიდან უფასო კონსულტაციებითა და სპეციალური ფასდაკლებებით ისარგებლებენ. ამ და სხვა პროექტებით ჩვენ ვაგრძელებთ ტექნოლოგიური ინოვაციებისა და ფინტექ ინდუსტრიის მხარდაჭერას",- განაცხადა საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი კინწურაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საკონსულტაციო კომპანია GEC საქართველოში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში ოპერირებს. 2010 წლიდან კომპანიამ წარმატებით განახორციელა 100-ზე მეტი პროექტი სხვადასხვა ინდუსტრიის მცირე, საშუალო და დიდი ზომის ორგანიზაციებთან.

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://gec-consulting.com/

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ტექნოლოგიური ტრენდები

21-ე საუკუნეში აუცილებელი უნარები

საკუთარი თავის მაქსიმალური რეალიზების უმთავრესი განმაპირობებელი უნარები

მარკეტინგი

რა დავარქვა ჩემს კომპანიას?

ნუ დაარქმევთ კომპანიას თქვენს, ან თქვენი ოჯახის წევრების სახელებს

ინსპირაცია

LIVING MUSEUM - ნათია ფანჯიკიძის ხელოვნებადქცეული თერაპია

ადგილი მათთვის, სოციუმთან ურთიერთობა უჭირს და მიაჩნია, რომ უკვე დროა სტრესსა თუ სხვა მენტალურ სირთულეებს ცხოვრების ახალი, პოზიტიური დღის წესრიგი დაუპირისპიროს.

სიახლეები

რესტორანი ''ბარბარესთან'' 50 Best Discovery-იმ ახალ აღმოჩენად დაასახელა

"გასტრონავტის" გუნდი რესტორანის კონცეფციის ავტორი, ბრენდინგის, ინტერიერის დიზაინისა და F&B მენიუს შემოქმედია